სკამი

ბიზნესისთვის

ბუნებრივი მასალებით, მტკიცე კონსტრუქციითა და ფუნქციური დიზაინით შექმნილი ავეჯი სრულყოფილი არჩევანია კაფეებისთვის, რესტორნებისთვის, სასტუმროებისა თუ სამუშაო სივრცეებისთვის, სადაც სტილი და პრაქტიკულობა თანაბრად მნიშვნელოვანია.

“სკამთან” ერთად შექმენით გარემო, სადაც სტუმრობა და კვლავ დაბრუნება მოუნდებათ.

ბრენდბუქზე მორგების შესაძლებლობა

„სკამი“ გთავაზობთ ინდივიდუალურად მორგებულ ავეჯს ბიზნესისთვის, რომელიც სრულად შეესაბამება თქვენი ბრენდ ბუქის სტილსა და მოთხოვნებს. ჩვენთან შეძლებთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შექმნათ უნიკალური დიზაინის პროდუქტი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენი ბრენდის იდენტობას და უზრუნველყოფს ფუნქციურ, ესთეტიურ გარემოს მომხმარებლისთვის. 

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მოდელები, მაგიდის ზომა, ხის ფერი, სკამის ქსოვილი –

შექმენით კომფორტული სივრცე მომხმარებლისთვის და წარმატებული ბიზნესი თქვენთვის.

3Q6A4475 (5)

საგარანტიო პირობები

“სკამი” ქმნის ნატურალური მასალისგან დამზადებულ, ფუნქციურ ავეჯს თქვენი ბიზნესისთვის და იძლევა ხარისხის მრავალწლიან გარანტიას. ადგილობრივი წარმოება კი შეძენის შემდგომ მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირების საშუალებას გვაძლევს.  

კორპორატიული მომხმარებლები სარგებლობენ გახანგრძლივებული საგარანტიო პერიოდით – 5 წლის ვადით 2-ის ნაცვლად. ეს საშუალებას გაძლევთ, თამამად შესთავაზოთ თქვენს მომხმარებლებს კომფორტული მომსახურება და ნებისმიერი საჭიროების დროს თავადაც მიიღოთ თქვენზე მორგებული სერვისი.

მუდმივი ხელმისაწვდომობა

სკამის“ პროდუქტები იქმნება ადგილობრივ საწარმოში, რაც გვაძლევს საშუალებას უზრუნველვყოთ ხარისხი, სისწრაფე და მუდმივი ხელმისაწვდომობა

კორპორატიული მომხმარებლებისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა — შეიძინონ ბრენდ ბუქზე მორგებული, custom-made ავეჯი განმეორებით, ნებისმიერ დროს, შეუფერხებლად.

3Q6A4550 (1)

მოარგეთ ქართული თქვენს ბიზნესს

ჩვენი დამზადებული ავეჯით უკვე არაერთი კაფე და რესტორანი ავსებს ინტერიერს, ქმნის მყუდრო გარემოს და სთავაზობს სტუმრებს კომფორტს.

თუ გსურთ, რომ თქვენი სივრცე ფუნქციურიც იყოს და ესთეტიკურადაც გამორჩეული – მოარგეთ ქართული თქვენს ბიზნესს!