ბარისა და კუნძულის სკამი N1

530,00 

ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისათვის

აღწერა

ხის ფერი

9 ფერი — ბუნებრივი არყიდან შავ ტონამდე

Skami — ხის 9 ფერის პალიტრა (L/S 3, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12)

დააწკაპუნე გასადიდებლად

ქსოვილი

8 ხაზი — 300-ზე მეტი ფერი

ALCANTARA — ალკანტარა
ALCANTARAალკანტარა
BOUCLE — ბუკლე
BOUCLEბუკლე
VELVET — ველვეტი
VELVETველვეტი
KOTON — კოტონი
KOTONკოტონი
MALDIVES — მალდივები
MALDIVESმალდივები
MINOTI — მინოტი
MINOTIმინოტი
PARIS — პარისი
PARISპარისი
CHANEL 015 — შანელი
CHANEL 015შანელი

ფერი/ქსოვილი არ ცვლის ფასს — შერჩევა ხდება შეკვეთის შემდეგ. მიუთითეთ checkout-ში შენიშვნებში ან დაგვირეკეთ: 032 212 10 90

კუნძული · საზურგე · კომფორტი

საზურგე,
რომელიც საოცრად კომფორტულია

სამზარეულოს კუნძულისთვის, ან ბარის მაგიდისთვის — 61 სმ სავარძელი საზურგიანი სრულყოფილი პროპორციით. ხანგრძლივ გამოყენებაზე, სადილზე ან საოფისე გამოყენებისთვისაც იდეალურია .

რატომ Skami

სამი ფასეულობა

ნატურალური ხე

100% ბალტიური არყის ფლაივუდი — ძალიან გამძლე კონსტრუქცია. არანაირი MDF ან ხის ჩანაცვლება.

ხელით აწყობილი

თითოეული სკამი თბილისში "სკამის" საწარმოში იწყობა და გათვლილია ათწლეულები გამოყენებაზე.

მრავალწლიანი გარანტია

არანაირი წონითი შეზღუდვა, მონოლითური კონსტრუქცია გადაბმების გარეშე გვაძლევს საშუალებას შემოგთავაზოთ მრავალწლიანი საგარანტიო პირობები.

დიზაინი

საზურგის გამორჩეული ვიზუალი და კომფორტი კუნძულთან

ბარისა და კუნძულის სკამი N1 დამზადებულია 100% ნატურალური ბალტიური არყის ფლაივუდისგან — მონოლითური კონსტრუქციით, გადაბმების გარეშე, არანაირი წონითი შეზღუდვა.

61 სმ სიმაღლის სავარძელი ზუსტად ერგება სტანდარტულ სამზარეულოს კუნძულს (85–92 სმ). ,  კლასიკური ბარის მაგიდისთვის კი 75-81 სმ სიმაღლის დასაჯდომით გვაქვს გათვალისწინებული. 

რელიეფური ფორმა მინიმალისტურია — საზურგე არ ამძიმებს სივრცეს, არ იჭრება კუნძულის ხაზებში. ეს არის სკამი, რომელიც კუნძულთან და ბარის მაგიდასთან რამდენიმე საათი ხანგრძლივი ყოფნისთვისაა შექმნილი.

ზომები

ზუსტი მახასიათებლები

სავარძელი61 სმ
საერთო სიმაღლე81 სმ
სიგანე45 სმ
სიღრმე58 სმ
წონა8 კგ
მასალაბალტიური არყი
რეკ. კუნძული85–92 სმ
დეტალები

რას იღებთ

  • ხის ფერი: 9 სხვადასხვა ტონი — ბუნებრივი ქარვიდან შავამდე
  • ქსოვილი: 300+ ვარიაცია — ინტერიერზე იდეალურად მორგებისთვის
  • კონსტრუქცია: მონოლითური კონსტრუქცია, გადაბმების გარეშე
  • გამოყენება: სამზარეულოს კუნძული, საუზმის ბარი, კაფე-რესტორანი
  • გარანტია: 2 წლიანი სრული გარანტია კონსტრუქციაზე
  • მიწოდება: სრულად აწყობილი — შეფუთული, დაცული დაზიანებისგან
  • ქსოვილის მოვლა: ექვემდებარება ქიმწმენდას
მასალები

ხარისხი დეტალებში

ინტერიერში

რეალურ სივრცეში

ხშირი კითხვები

რაც გჭირდებათ იცოდეთ

სკამი N1-ის სავარძელი 61 სმ-ია — იდეალურია სტანდარტული სამზარეულოს კუნძულისთვის (85–92 სმ). ადამიანსა და კუნძულის ზედაპირს შორის რჩება კომფორტული 24–31 სმ მანძილი, რაც ერგონომიული ნორმაა. ფოტოები ჩვენი 91 სმ კუნძულზეა გადაღებული. ბარისთვის 75 სმ დასაჯდომს ვიყენებთ. პერსონალიზირებული სიმაღლის შეკვეთა შესაძლებელია

N2 უზურგოა (backless), N1-ს აქვს მდგრადი საზურგე — ხანგრძლივი ჯდომისთვის მეტ კომფორტს გვთავაზობს. ორივე 61 სმ სავარძლით სამზარეულოს სტანდარტული კუნძულისთვის (85–92 სმ). მასალა იდენტურია: არყის ფლაივუდი, 9 ხის ფერი, 300+ ქსოვილი. N1 უფრო დეტალური და მასიური კონსტრუქციითაა, ამიტომაც შედარებით ძვირია.

კონსტრუქცია — 100% ნატურალური ბალტიური არყის ფლაივუდისგან დამზადებულია. არანაირი MDF, ხის ჩანაცვლება ან პლასტიკი. ხისა და ქსოვილის კომბინაცია ჩვენი კატალოგიდან აირჩევა — 9 ხის ფერი და 300+ ქსოვილი. ქსოვილი ექვემდებარება ქიმწმენდას.

სკამი მზადდება ინდივიდუალურად — თქვენი არჩეული ხის ფერისა და ქსოვილის მიხედვით. წარმოების ვადა სტანდარტულად 10–14 სამუშაო დღეა. შემდეგ 2–3 დღე მიწოდებაზე მიდის. თბილისში მიწოდება უფასოა; რეგიონებში — სტანდარტული ტარიფით.

დიახ. რაოდენობაზე გვაქვს კორპორატიული ფასდაკლების პირობები — რესტორნების, კაფე-ბარების და ბუტიკური ჰოტელების პროექტებისთვის. დაუკავშირდით ჩვენს HORECA გუნდს დეტალური შეთავაზებისთვის.

2 წლიანი სრული გარანტია კონსტრუქციაზე საცალო გაყიდვებზე, 5 წლიანი მომსახურების და გარანტიის სერვისი ჰორეკასთვის.  გარანტია მოიცავს ხის ხარვეზს, არასწორ აწყობას ან ხელით შესრულებულ დეფექტს. ბუნებრივი ცვეთა (ქსოვილის ლაქა ან ფიზიკური დაზიანება) გარანტიაში არ შედის, თუმცა ქიმწმენდით ან ქსოვილის გადაკვრით განახლება შესაძლებელია.

მომხმარებელი ამბობს

შეფასებები

4.7
★★★★★
19 ვერიფიცირებული შეფასება
5★
16
4★
2
3★
0
2★
0
1★
1
თაკო პ. ✓ ვერიფიცირებული
2026-03-21
★☆☆☆☆ სიმაღლეში შევუკვეთე 110 სმ ბარის მაგიდისთვის — უნდა ყოფილიყო 75 ან 80 სმ დასაჯდომით. მაგრამ მომიტანეს 61 სმ სიმაღლის დასაჯდომით, ბარის ნაცვლად კუნძულის სიმაღლე, როგორც მითხრეს. გამოსასწორებლად წაიღეს. ვთხოვე, დაეტოვებინათ, სანამ ახალს დაამზადებდნენ, რომ უსკამოდ არ დავრჩენილიყავი — მაგრამ უარი მივიღე, რადგან დასაჯდომისა და საზურგის დარბილება ახალ ბარის კარკასზე უნდა გადაეტანათ. თითქმის ორი კვირაა წაღებული აქვთ და ჯერ არ მოუტანიათ.
SKAMI · ოფიციალური პასუხი
2026-03-27
თაკო, კომპანიის სახელით ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის. თქვენ შეუკვეთეთ ინდივიდუალური სიმაღლე ბარის ზედაპირისთვის, თუმცა სტანდარტული 61 სმ კუნძულის სიმაღლით დამზადდა. დასაჯდომისა და საზურგის გადაწყობა ახალ კარკასზე სტანდარტული პროცესია და ჩვენი საგარანტიო პირობების ფარგლებს არ სცდება. პრობლემის გამოსწორების მაქსიმალურ ვადად 2 კვირა შევათანხმეთ და ეს ვადაც არ დაგვირღვევია — 13 მარტს წავიღეთ სკამები და 25 მარტს მოგიტანეთ მისამართზე, თქვენი შეკვეთის შესაბამისი სიმაღლით. იმედი გვაქვს, კმაყოფილი ხართ შენაძენით. მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ.
Michael T. ✓ ვერიფიცირებული
2026-03-15
★★★★★ Bought four N1 stools for our new kitchen island in Vake. Quality is exceptional — solid construction, no wobbling, and the backrest is a game-changer compared to backless stools. Seat height sits nicely at our 91cm island. My wife chose the walnut with cream bouclé upholstery and it looks stunning. Delivery arrived exactly two weeks from order, properly packaged. Worth every lari.
ზაზა კ. ✓ ვერიფიცირებული
2026-03-10
★★★★☆ ძალიან მყარი და ხარისხიანია, ამას ვერ დავუკარგავ. ერთადერთი ფასის გამო დავუწერ 4 ქულას. ქართული წარმოებისგან ცოტა მებევრება ფასები — 4 სკამი 2000+ ლარი დამიჯდა.
SKAMI · ოფიციალური პასუხი
2026-03-14
ზაზა, დიდი მადლობა გულწრფელი რივიუსთვის. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მიგვაჩნია, რომ ფასი ხარისხს ჩამორჩება — ამ ღირებულებაში ასეთ ხარისხიან, ლამაზ და, რაც მთავარია, კომფორტულ ხის სკამებს ბაზარზე ვერ შეხვდებით. ამიტომ ცოტათი გვწყინს დაკლებული 1 ვარსკვლავი :) ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.
ნიკოლოზ გ. ✓ HORECA
2026-03-08
★★★★★ ექვსი ცალი შევუკვეთე ჩემი რესტორნის ბარისთვის. HORECA ფასი მართლაც ადეკვატურია. ოთხი თვეა დატვირთულ რეჟიმში მუშაობს — ყოველდღე 50+ სტუმარი ცვლის. არც ერთი ჯერ არ შემოგვიბრუნდა შესაკეთებლად. რეკომენდაცია ჰორეკას სფეროსთვის.
ლილე ნ. ✓ ვერიფიცირებული
2026-02-24
★★★★☆ შეფასების დაწერა მთხოვეს საიტზე და გულწრფელი ვიქნები — ვიყიდე 5 ცალი სკამი, ძალიან ლამაზია, უდავოდ, მაგრამ 1 სკამი დანარჩენი ოთხისგან განსხვავებით მცირედით ირყევა, თითქოს ფეხის კიდე უსწორმასწოროა. ამიტომ 4 ქულას დავუწერ — მინდა, ეს კომენტარი იყოს მიზეზი, რომ დეტალებს მეტი ყურადღება მიაქციონ.
SKAMI · ოფიციალური პასუხი
2026-03-02
ლილე, დიდი მადლობა გულწრფელი რივიუსთვის. დაგვიკავშირდით და მარტივად მოვაგვარებთ არსებულ პრობლემას.
ნათია ტ. ✓ ვერიფიცირებული
2026-02-18
★★★★★ ფასის გამო დიდხანს ვორჭოფობდი, მაგრამ მართლა იმდენად მომწონს, ახლა შეიძლება მეტიც გადამეხადა :) საიტზე კომენტარის დაწერა მთხოვეს — არც დავფიქრებივარ, დიდი სიამოვნებით გავუზიარებ ყველას ჩემს გამოცდილებას. ერთი რჩევაც: კომენტარებში ფოტოების ატვირთვის საშუალებაც რომ მოგვეცეს, დარწმუნებული ვარ, ბევრად კარგი იქნებოდა მომხმარებლებისთვის ინტერიერში ნანახი ფოტოები.
SKAMI · ოფიციალური პასუხი
2026-02-22
ნათია, უდიდესი მადლობა გულწრფელი რევიუსთვის და რეკომენდაციისთვის. ფოტოების სექციის დამატება კომენტარებში ნამდვილად აუცილებელია და ძალიან მალე გავითვალისწინებთ თქვენს რეკომენდაციას სიამოვნებით. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.
ანა ტ. ✓ ვერიფიცირებული
2026-02-10
★★★★★ ორი ცალი ავიღე. სასიამოვნო იყო რომ ტექნიკურ დეტალებზე კონსულტირება ადგილზე სრულფასოვნად გამიწიეს. და სკამის სიმაღლე ჩემს 92 სმ კუნძულს კარგად მოერგო. საზურგე ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ მართლაც კომფორტულია. კმაყოფილი ვარ.
Sarah K. ✓ ვერიფიცირებული
2026-01-28
★★★★★ Beautiful craftsmanship. Very comfortable for long conversations at our kitchen bar. Highly recommend.
დავით მ. ✓ ვერიფიცირებული
2026-01-15
★★★★★ დიდხანს ვარჩევდი — ადგილობრივი და იმპორტული ვარიანტები შევადარე. საბოლოოდ Skami-ზე გავჩერდი. ფერების არჩევანი საკმაოდ დიდია და ინტერიერთან შეხამების საშუალება ასწორებს. თუ ფერს სწორად დაიჭერ კარგი ვიზუალი გამოგდის. ყველაზე სასიამოვნო რაც იყო 3 ცალი ავიღე, მე-4 2 თვის შემდეგ დავამატე — მიუხედავად იმისა, რომ მაფრთხილებდნენ მცირედი განსხვავების შესაძლებლობაზე, ორივე პარტია იდენტური გამოვიდა, ხარისხის კონტროლი რომ აქვთ დასაფასებელია
ვერა გ. ✓ ვერიფიცირებული
2026-01-05
★★★★★ cota dzviria, fasdaklebebi arasdros akvt, magram martla dzalian kargia. ramdenime tvea viyeneb gemrielad da vizualurad xo saertod lamazia.
Sandro b. ✓ ვერიფიცირებული
2025-12-30
★★★★★ dzalian kargi skamebia. 2 cali aviGe 91 cm kundzulistvis — zustad moergo. xarisxi magalia, feri mukshi shevudzete. sazurges gareshe ganvikhilavdi, magram karg saqmes akeTebs, ar gachndeba gansakutrebuli daGla xangrdzlivi jdomis shemdeg. rekomendacia yvelastvis, vinc edzebs qartuli warmoebis magar skamebs.
მარიამ ქ. ✓ ვერიფიცირებული
2025-12-12
★★★★★ სამი ცალი ავიღე. ელეგანტური ფორმა, მდგრადი კონსტრუქცია. ქიმწმენდა ჯერ არ გვიცდია, მაგრამ ყოველდღიურ ლაქებს სველი ხელსახოცი თავს ართმევს. ჩემი რეკომენდაცია
Jennifer L. ✓ ვერიფიცირებული
2025-11-22
★★★★★ Ordered three stools for our new kitchen island in Mtatsminda. Communication was excellent throughout — they sent fabric samples before we committed. The oak finish arrived exactly as shown. Two months in, the backrest still feels as supportive as day one. Local craftsmanship at its best.
ნინო დ. ✓ ვერიფიცირებული
2025-11-05
★★★★★ ჩვენი სამზარეულოს კუნძულისთვის 4 ცალი ვიყიდე. ცოტა ვფიქრობდი — Skami-ს ფასი ქართულ წარმოებაში ცოტა მაღალია, მაგრამ ნახევარი წლის გამოყენების შემდეგ მესმის, რატომ. საზურგე ძალიან მდგრადია, კომფორტულია. ხარისხი მართლა გამოირჩევა.
გიორგი ვ. ✓ ვერიფიცირებული
2025-10-18
★★★★★ დატვირთული საღამოების შემდეგ ჯერ არ ჭრიალებს. 8 თვე გავიდა — ჯერჯერობით პრობლემა არ მქონია. საიმედო პროდუქტი ჩანს. ფასი ცოტათი ძვირია. გულწრფელობა მთხოვეს და გულწრფელად ვამბობ
David R. ✓ HORECA
2025-10-02
★★★★★ Excellent build quality. Delivered on time, properly packaged. Will order more for our cafe expansion.
ქეთი ს. ✓ HORECA
2025-09-20
★★★★★ ჩვენი კაფეს შიდა ნაწილისთვის 5 ცალი ავიღე. ერთი თვეზე მეტია ვმუშაობთ. კლიენტებისგან კომპლიმენტებიც მივიღე და რეკომენდაციაც გავუწიე. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ქართულია და კაფეებისთვის სპეციალური მომსახურების პირობებიც აქვთ
სოფიო ლ. ✓ ვერიფიცირებული
2025-09-05
★★★★★ მინდოდა, რომ ჩემი სამზარეულოს ბარის ზონას ერთდროულად სითბო და ელეგანტურობა ჰქონოდა. ფერების არჩევანი დიდი არჩევანის საშუალებას იძლევა — შარშან ავიღე ღია მუხა, წელს ვფიქრობ, დავამატო მუქი კაკლის ორი ცალი და სივრცეში ორი ხმა შევქმნა. Skami-ს გუნდი დეტალებთან თავისუფლად მუშაობს — ეს იშვიათია.
ლუკა ჩ. ✓ ვერიფიცირებული
2025-08-19
★★★★★ მე და ჩემი კოლეგები არქიტექტორები ვართ და ხშირად ვმუშაობთ კლიენტებისთვის. Skami-ს რამდენიმე პროექტში ვურჩიე — ყველა კმაყოფილი დარჩა. ძლიერი, მდგრადი პროდუქტია და რეკომენდაციას გულწრფელად ვუწევ.
Shipping & Delivery

შეკვეთის დამზადება და მიწოდება

შეკვეთის დამზადების ვადაა შეკვეთის მიღებიდან 10-14 დღე, მიწოდება ხდება დამზადებიდან 2-3 სამუშაო დღის ვადაში.

პროდუქციის დაბრუნება

პროდუქცია დაბრუნებას ექვემდებარება შეკვეთის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, შეკვეთის დეტალებთან შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის დაფიქსირების შემთხვევაში.

გარანტია

ქარხნული დეფექტის შემთხვევაში პროდუქციის ჩანაცვლების გარანტია მოქმედებს შეკვეთის ჩაბარებიდან 28 კალენდარული დღის განმავლობაში, შემდგომ კი სარგებლობთ შეკეთების/შეცვლის გახანგრძლივებული საგარანტიო პერიოდით 2 წლის ვადით.

კატეგორია: