ბარისა და კუნძულის სკამი N1
530,00 ₾
ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისათვის
ქსოვილი
8 ხაზი — 300-ზე მეტი ფერი
ფერი/ქსოვილი არ ცვლის ფასს — შერჩევა ხდება შეკვეთის შემდეგ. მიუთითეთ checkout-ში შენიშვნებში ან დაგვირეკეთ: 032 212 10 90
საზურგე,
რომელიც საოცრად კომფორტულია
სამზარეულოს კუნძულისთვის, ან ბარის მაგიდისთვის — 61 სმ სავარძელი საზურგიანი სრულყოფილი პროპორციით. ხანგრძლივ გამოყენებაზე, სადილზე ან საოფისე გამოყენებისთვისაც იდეალურია .
სამი ფასეულობა
ნატურალური ხე
100% ბალტიური არყის ფლაივუდი — ძალიან გამძლე კონსტრუქცია. არანაირი MDF ან ხის ჩანაცვლება.
ხელით აწყობილი
თითოეული სკამი თბილისში "სკამის" საწარმოში იწყობა და გათვლილია ათწლეულები გამოყენებაზე.
მრავალწლიანი გარანტია
არანაირი წონითი შეზღუდვა, მონოლითური კონსტრუქცია გადაბმების გარეშე გვაძლევს საშუალებას შემოგთავაზოთ მრავალწლიანი საგარანტიო პირობები.

საზურგის გამორჩეული ვიზუალი და კომფორტი კუნძულთან
ბარისა და კუნძულის სკამი N1 დამზადებულია 100% ნატურალური ბალტიური არყის ფლაივუდისგან — მონოლითური კონსტრუქციით, გადაბმების გარეშე, არანაირი წონითი შეზღუდვა.
61 სმ სიმაღლის სავარძელი ზუსტად ერგება სტანდარტულ სამზარეულოს კუნძულს (85–92 სმ). , კლასიკური ბარის მაგიდისთვის კი 75-81 სმ სიმაღლის დასაჯდომით გვაქვს გათვალისწინებული.
რელიეფური ფორმა მინიმალისტურია — საზურგე არ ამძიმებს სივრცეს, არ იჭრება კუნძულის ხაზებში. ეს არის სკამი, რომელიც კუნძულთან და ბარის მაგიდასთან რამდენიმე საათი ხანგრძლივი ყოფნისთვისაა შექმნილი.
ზუსტი მახასიათებლები

რას იღებთ
-
ხის ფერი: 9 სხვადასხვა ტონი — ბუნებრივი ქარვიდან შავამდე
-
ქსოვილი: 300+ ვარიაცია — ინტერიერზე იდეალურად მორგებისთვის
-
კონსტრუქცია: მონოლითური კონსტრუქცია, გადაბმების გარეშე
-
გამოყენება: სამზარეულოს კუნძული, საუზმის ბარი, კაფე-რესტორანი
-
გარანტია: 2 წლიანი სრული გარანტია კონსტრუქციაზე
-
მიწოდება: სრულად აწყობილი — შეფუთული, დაცული დაზიანებისგან
-
ქსოვილის მოვლა: ექვემდებარება ქიმწმენდას
ხარისხი დეტალებში
რეალურ სივრცეში


რაც გჭირდებათ იცოდეთ
სკამი N1-ის სავარძელი 61 სმ-ია — იდეალურია სტანდარტული სამზარეულოს კუნძულისთვის (85–92 სმ). ადამიანსა და კუნძულის ზედაპირს შორის რჩება კომფორტული 24–31 სმ მანძილი, რაც ერგონომიული ნორმაა. ფოტოები ჩვენი 91 სმ კუნძულზეა გადაღებული. ბარისთვის 75 სმ დასაჯდომს ვიყენებთ. პერსონალიზირებული სიმაღლის შეკვეთა შესაძლებელია
N2 უზურგოა (backless), N1-ს აქვს მდგრადი საზურგე — ხანგრძლივი ჯდომისთვის მეტ კომფორტს გვთავაზობს. ორივე 61 სმ სავარძლით სამზარეულოს სტანდარტული კუნძულისთვის (85–92 სმ). მასალა იდენტურია: არყის ფლაივუდი, 9 ხის ფერი, 300+ ქსოვილი. N1 უფრო დეტალური და მასიური კონსტრუქციითაა, ამიტომაც შედარებით ძვირია.
კონსტრუქცია — 100% ნატურალური ბალტიური არყის ფლაივუდისგან დამზადებულია. არანაირი MDF, ხის ჩანაცვლება ან პლასტიკი. ხისა და ქსოვილის კომბინაცია ჩვენი კატალოგიდან აირჩევა — 9 ხის ფერი და 300+ ქსოვილი. ქსოვილი ექვემდებარება ქიმწმენდას.
სკამი მზადდება ინდივიდუალურად — თქვენი არჩეული ხის ფერისა და ქსოვილის მიხედვით. წარმოების ვადა სტანდარტულად 10–14 სამუშაო დღეა. შემდეგ 2–3 დღე მიწოდებაზე მიდის. თბილისში მიწოდება უფასოა; რეგიონებში — სტანდარტული ტარიფით.
დიახ. რაოდენობაზე გვაქვს კორპორატიული ფასდაკლების პირობები — რესტორნების, კაფე-ბარების და ბუტიკური ჰოტელების პროექტებისთვის. დაუკავშირდით ჩვენს HORECA გუნდს დეტალური შეთავაზებისთვის.
2 წლიანი სრული გარანტია კონსტრუქციაზე საცალო გაყიდვებზე, 5 წლიანი მომსახურების და გარანტიის სერვისი ჰორეკასთვის. გარანტია მოიცავს ხის ხარვეზს, არასწორ აწყობას ან ხელით შესრულებულ დეფექტს. ბუნებრივი ცვეთა (ქსოვილის ლაქა ან ფიზიკური დაზიანება) გარანტიაში არ შედის, თუმცა ქიმწმენდით ან ქსოვილის გადაკვრით განახლება შესაძლებელია.
შეფასებები
შეკვეთის დამზადება და მიწოდება
შეკვეთის დამზადების ვადაა შეკვეთის მიღებიდან 10-14 დღე, მიწოდება ხდება დამზადებიდან 2-3 სამუშაო დღის ვადაში.
პროდუქციის დაბრუნება
პროდუქცია დაბრუნებას ექვემდებარება შეკვეთის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, შეკვეთის დეტალებთან შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის დაფიქსირების შემთხვევაში.
გარანტია
ქარხნული დეფექტის შემთხვევაში პროდუქციის ჩანაცვლების გარანტია მოქმედებს შეკვეთის ჩაბარებიდან 28 კალენდარული დღის განმავლობაში, შემდგომ კი სარგებლობთ შეკეთების/შეცვლის გახანგრძლივებული საგარანტიო პერიოდით 2 წლის ვადით.























