პროდუქტი მხოლოდ დასაწყისია

ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელი გავაკვირვოთ სრული გამოცდილებით — პროდუქტით, მომსახურებით და ყოველი დეტალით, რომელიც ჩვეულებრივ შეუმჩნეველი რჩება.

„სკამი” არ არის მხოლოდ ავეჯის მწარმოებელი. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არა ცალკეული პროდუქტია, არამედ მთლიანი მიდგომა — პირველი კონტაქტიდან ჩაბარების შემდგომ მომსახურებამდე. ჩვენ ვქმნით გამოცდილებას, რომელშიც მომხმარებელი თავს კომფორტულად, ინფორმირებულად და დაფასებულად გრძნობს.

01

ინფორმირებული მომხმარებელი — ბედნიერი მომხმარებელი

ჩვენ ვცდილობთ მარკეტინგული კომუნიკაცია მხოლოდ რეკლამა არ იყოს — არამედ ინფორმაციის მიწოდების სისტემა. ახალი პროდუქტები, სააქციო შეთავაზებები, მასალების მახასიათებლები, მოვლის რეკომენდაციები — ვცდილობთ მომხმარებელს მივაწვდინოთ ყველაფერი, რაც ინფორმირებული გადაწყვეტილებისთვის არის საჭირო.

ჩვენი მიზანია, რომ შოურუმში მომხმარებელი მოვიდეს უკვე იმის ცოდნით, თუ რა სჭირდება.

სოციალური ქსელები

სიახლეები და ინსპირაცია

ვებსაიტი

სრული კატალოგი და ინფორმაცია

პირდაპირი კომუნიკაცია

კითხვებზე სწრაფი პასუხი

02

სივრცე, სადაც გადაწყვეტილებას აუჩქარებლად მიიღებ

ჩვენს შოურუმში არავინ აგაჩქარებთ. აქ დრო თქვენია — შეეხეთ მასალას, გამოსცადეთ სკამის კომფორტი, შეადარეთ ქსოვილები, გაიარეთ კონსულტაცია. ჩვენი გუნდი მზადაა უპასუხოს ყველა ტექნიკურ კითხვას — ზომებზე, მასალებზე, მოვლაზე, კომბინაციებზე, დიზაინზე.

ჩვენ ვეხმარებით არჩევანი გაიმარტივოთ.

სკამის შოურუმი

ყველა მოდელი ცოცხლად

შეახეთ, დაჯექით, გამოსცადეთ — შოურუმში ყველაფერი ხელმისაწვდომია

300+ ქსოვილი, 9 ხის ფერი

რეალური ნიმუშები ადგილზე — აირჩიეთ თქვენი ინტერიერის მიხედვით

პროფესიონალური კონსულტაცია

ტექნიკური ინფორმაცია, კომბინაციები, მოვლის რეკომენდაციები — ყოველ ვიზიტზე

შეუზღუდავი დრო

არავინ არ გაჩქარებთ — გადაწყვეტილება თქვენი ტემპით

03

თქვენი ინტერიერი — თქვენი არჩევანი

ყოველი ჩვენი მოდელი ხელმისაწვდომია სრული პერსონალიზაციით. ხის ფერი, ქსოვილი, ზომა, კომპლექტაცია — არჩევანი თქვენია, ხოლო პერსონალიზაცია დამატებით ფასზე არ მოქმედებს.

მთლიანი სახლის მოწყობაც შესაძლებელია — სასადილო, მისაღები, საძინებელი და სამუშაო სივრცე. ავეჯი ყველა ოთახისთვის, ერთი მწარმოებლისგან, ერთიანი ესთეტიკით.

ხის ფერი
9 ტონალობა — ნატურალურიდან მუქამდე
ქსოვილი
300+ ვარიანტი ყველა სტილისთვის
ზომა
სივრცის ჭიროებით
მოდელი
ინტერიერზე მორგებული
პერსონალიზაცია
04

გამჭვირვალე პროცესი, პირველივე დღიდან

შეკვეთის გაფორმების მომენტიდან მომხმარებელი სრულად ინფორმირებულია — ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ჩაბარების ვადა, მიტანის და მონტაჟის ღირებულება (ასეთის შემთხვევაში), ყველა დეტალი ცნობილია წინასწარ.

დადგენილი დედლაინები არ ირღვევა. მიტანის ზუსტი თარიღი კი შეთანხმდება მინიმუმ 2-3 დღით ადრე ჩაბარებამდე, ხოლო ჩაბარების დღეს — მინიმუმ 1 საათით ადრე გეცოდინებათ ზუსტი დრო.

თუ შემოთავაზებული დრო არ არის მოსახერხებელი — სასურველ დროზე შეთანხმება ყოველთვის შესაძლებელია.

შეკვეთის დადასტურება
ხელშეკრულება და ვადა
წარმოების პროცესი
დედლაინის დაცვა
მიტანის შეთანხმება
2-3 დღით ადრე
ჩაბარების დღე
1 საათით ადრე შეტყობინება
ბინამდე მიწოდება
მონტაჟით
05

After-Sales: ჩვენი მომსახურება შეკვეთის შემდეგაც გრძელდება

ჩაბარების მომენტი ჩვენთვის ურთიერთობის დასაწყისია, არა დასასრული. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი საჭიროებისთვის — კითხვა, რეკომენდაცია, სერვისი ან დამატებითი შეკვეთა.

24 თვის გარანტია

მინიმალური გარანტია ყველა პროდუქტზე

შეკეთების სერვისი

პოსტ-გარანტიული მომსახურება შეთანხმებით

ფასდაცვის პოლიტიკა

4 კვირაში ფასის შემცირებისას — სხვაობის ანაზღაურება

უფასო დასაწყობება

ვერ ჩაბარების შემთხვევაში — უფასოდ შევინახავთ

მუდმივი კომუნიკაცია

ნებისმიერ კითხვაზე მაღალი მიმღებლობა

After-Sales სერვისი

სიმშვიდე, რომელსაც გარანტია ჰქვია

ჩაბარების გარანტია

დადგენილი ვადები ყოველთვის დაცულია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს აქვს კომპენსაციის ან გაუქმების უფლება.

შეკეთების სერვისი

გარანტიული პერიოდში ქარხნულ წუნზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ. პოსტ-გარანტიული მომსახურებაც ხელმისაწვდომია ორმხრივი შეთანხმებით.

ფასდაკლებაზე მომხმარებლის დაცვა

თუ შეძენილ პროდუქტზე 4 კვირის განმავლობაში გამოცხადდება ფასდაკლება — სხვაობა სრულად ანაზღაურდება თანხით ან დეპოზიტით.

მთლიანი სახლის მოწყობა — ერთი მწარმოებლისგან

საჭირო არ არის სხვადასხვა მწარმოებელთან მუდმივი სიარული. „სკამი” აწარმოებს ავეჯს ყველა სივრცისთვის — სასადილო, მისაღები, საძინებელი და სამუშაო ოთახი. ერთიანი ესთეტიკა, ერთიანი ხარისხი, ერთი საკონტაქტო წერტილი.

სასადილო

მაგიდა, სკამები, ბენჩი

მისაღები

სავარძელი, ჟურნალის მაგიდა, თარო

საძინებელი

საწოლი, ტუმბო, სარკე

სამუშაო

მაგიდა, სკამი, თარო

ინტერიერის კომპლექსური პროექტი

სრული ციკლი — სასიამოვნო გამოცდილება

ჩვენ ორიენტირებული ვართ არა ერთჯერად გაყიდვაზე, არამედ გრძელვადიან ურთიერთობაზე. ყოველი ეტაპი — ინფორმირებიდან ჩაბარებამდე და ჩაბარების შემდეგაც — შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლის თავისტკივალები მარტივად მოგვარდეს, ხოლო გამოცდილება სასიამოვნო იყოს.

ეს არის „სკამის” სტანდარტი — და ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ეს სტანდარტი კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ.