ხშირად დასმული კითხვები
ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ სკამის პროდუქციის, შეკვეთისა და მომსახურების შესახებ
ჩვენი ავეჯი მზადდება ბალტიური არყის ფანერისგან — უმაღლესი სორტის მასალა, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული გამძლეობით, ელეგანტური ტექსტურითა და ეკოლოგიურობით. ეს მასალა საერთაშორისო დონეზე აღიარებულია პრემიუმ ავეჯის წარმოებაში.
დიახ. ჩვენი კატალოგის ნებისმიერი მოდელი ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერში, ზომასა და ქსოვილის ვარიანტში. პერსონალიზაცია ხდება ჩვენი არსებული კატალოგის ფარგლებში და ფასზე არ მოქმედებს.
პერსონალიზაცია (ფერი, ქსოვილი, ზომა) ხორციელდება ჩვენი კატალოგის მოდელების ფარგლებში. სრულად ახალი, ინდივიდუალური დიზაინის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთის მოცულობა მცირე სერიულ წარმოებას აჭარბებს.
გვაქვს ორი შოურუმი:
თბილისი — ცაცხვების ქუჩა, 1-ლი შესახვევი, მე-4 კორპუსი.
ბათუმი — შერიფ ხიმშიაშვილის 29, გრანდმოლი.
ორივე შოურუმში ნახავთ ყველა მოდელს, ქსოვილის ნიმუშებსა და ხის ფერების პალიტრას. კონსულტანტი დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
დიახ. სააქციო კომპლექტში შეგიძლიათ სკამის მოდელი შეცვალოთ თქვენთვის სასურველი მოდელით. კომპლექტის სააქციო ღირებულება ნარჩუნდება — ფასდაკლებით სარგებლობა სრულად შესაძლებელია. ეს ჩვენი მთავარი სერვისია — მოგარგოთ, არა მხოლოდ მოგყიდოთ.
დიახ. სააქციო კომპლექტში მაგიდის ზომის შეცვლა თავისუფლად შეგიძლიათ — თქვენი სივრცის საჭიროებიდან გამომდინარე. კომპლექტის სააქციო ღირებულება უცვლელი რჩება და ფასდაკლებით სარგებლობა სრულად შენარჩუნებულია.
რა თქმა უნდა. სააქციო კომპლექტში ხის ფერისა და ქსოვილის შეცვლა სრულად შესაძლებელია — აირჩიეთ ჩვენი პალიტრიდან თქვენთვის სასურველი ვარიანტი. სააქციო ღირებულება უცვლელი რჩება.
მზა პროდუქცია: მიწოდება ხდება 4–7 კალენდარულ დღეში.
მორგებული შეკვეთა (ფერი, ქსოვილი, ზომა): სტანდარტულად 14–21 კალენდარული დღე.
ზუსტი ვადა შეკვეთის გაფორმებისას წერილობით ფიქსირდება შეკვეთის დანართში. დაგვიანების შემთხვევაში გაქვთ უფლება მოითხოვოთ კომპენსაცია ან შეკვეთის გაუქმება.
გადახდა შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით, ბარათით ონლაინ ან ნაღდი ანგარიშსწორებით ჩაბარების დროს. კერძო მომხმარებლებისთვის გადახდა სრულად წინასწარ ხდება.
საბანკო განვადებით სარგებლობა შესაძლებელია, თუ ბანკისგან შესაბამისი პირობა მიღებული გაქვთ. კორპორატიული შეკვეთებისთვის შესაძლებელია გადახდა ორ ეტაპად — წინასწარ და ჩაბარებამდე. ზუსტი დეტალებისთვის ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საინფორმაციო მომსახურებით.
თანხის გადახდის შემდეგ მიიღებთ შეკვეთის დადასტურების დოკუმენტს ელექტრონული ფოსტით, სადაც მითითებული იქნება პროდუქციის სპეციფიკაცია, ვადა და ყველა პირობა.
საიტზე სპეციალურად აღნიშნულ კომპლექტებზე მიტანა თბილისში უფასოა. სპეციალური სააქციო შეთავაზებების პერიოდშიც მიტანის სერვისი უფასოა, რაზეც წინასწარი ინფორმაცია მომხმარებელს ეცოდინება შეკვეთის გაფორმებისას. სხვა შემთხვევებისთვის მიტანის ღირებულება განისაზღვრება მისამართისა და რაოდენობის მიხედვით.
დიახ. რეგიონებში მიტანა ხორციელდება საქართველოს ფოსტის ან სატრანსპორტო კომპანიების მეშვეობით. ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაგეგმვის ეტაპზე.
გარკვეულ პროდუქტებზე მონტაჟი შესულია მიტანის ღირებულებაში. სხვა პროდუქტებისთვის მონტაჟის სერვისი ხელმისაწვდომია დამატებით, თბილისის მასშტაბით.
ყველა პროდუქტზე მოქმედებს მინიმუმ 24 თვის გარანტია. გარანტია მოიცავს ქარხნულ წუნს და არ ვრცელდება ფიზიკურ დაზიანებაზე, არასწორ გამოყენებაზე ან ბუნებრივ ცვეთაზე.
მზა მოდელები: დაბრუნება შესაძლებელია 14 კალენდარულ დღეში, თუ პროდუქტი გამოუყენებელია და თავდაპირველ მდგომარეობაშია.
მორგებული პროდუქცია (შეცვლილი ფერი, ქსოვილი, ზომა): დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთილ სპეციფიკაციას ან აქვს ქარხნული წუნი.
მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში გამოგვიგზავნეთ ფოტო/ვიდეო მტკიცებულება. თუ პრობლემა დადასტურდება, პროდუქტი ჩანაცვლდება ან სრულად ანაზღაურდება 7–21 სამუშაო დღეში. ტრანსპორტირების ხარჯებს ჩვენ ვფარავთ.
„სკამი" იცავს მომხმარებლის ინტერესებს შეძენის შემდეგაც. თუ თქვენ მიერ შეძენილ პროდუქტზე 4 კვირის განმავლობაში გამოცხადდება ფასდაკლება, ფასში სხვაობა სრულად დაგიბრუნდებათ — თანხის სახით ან დეპოზიტზე, რომელიც გამოიყენება „სკამის" ნებისმიერი პროდუქციის შესაძენად.
დიახ. HORECA სეგმენტი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ვთავაზობთ კორპორატიულ ფასწარმოქმნას, ორ ეტაპიან გადახდას და სპეციალურად კომერციული სივრცეებისთვის მორგებულ პროდუქციას.
დიახ. ინტერიერის დიზაინერებისა და არქიტექტორებისთვის გვაქვს სპეციალური თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც მოიცავს პერსონალურ კონსულტაციას, მასალების ნიმუშებს და პრიორიტეტულ მომსახურებას.
დიახ. უძრავი ქონების დეველოპერებისთვის გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც მოიცავს კორპორატიულ ფასწარმოქმნას, მოცულობით ფასდაკლებებს და პროექტის სპეციფიკაზე მორგებულ წარმოებას.