ხშირად დასმული კითხვები

სად იწარმოება და რა მასალით მზადდება თქვენი პროდუქტი?

ნახაზიდან საბოლოო დიზაინამდე ჩვენი ავეჯი იქმნება საქართველოში და თითოეული ნივთი მზადდება ჩვენსავე ადგილობრივ საწარმოში. დამზადებულია 100% ნატურალური ხის მასალისგან, ფლაივუდის ტექნოლოგიით დამუშავებული არყის ხისგან.

აქვს თუ არა თქვენს პროდუქციას გარანტია?

ქარხნული დეფექტის შემთხვევაში პროდუქციის ჩანაცვლების გარანტია მოქმედებს შეკვეთის ჩაბარებიდან 28 კალენდარული დღის განმავლობაში, შემდგომ კი სარგებლობთ შეკეთების/შეცვლის გახანგრძლივებული საგარანტიო პერიოდით 2 წლის ვადით.

რა ვადაში მივიღებ ჩემს შეკვეთას?

საცალო შეკვეთის დამზადების მაქსიმალური ვადაა შეკვეთის განთავსებიდან 3 კალენდარული კვირა. კორპორატიული შეკვეთის შემთხვევაში ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად, შეკვეთის მახასიათებლებისა და მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. 

როგორია მიწოდების პირობები?

შეკვეთის განთავსების შემდგომ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც მიტანის, ისე შოურუმიდან გატანის სერვისით. მიტანის ვადა განსაზღვრულია შეკვეთის დამზადებიდან 3 სამუშაო დღის ვადით თბილისში, 5-7 სამუშაო დღით საქართველოს მასშტაბით რეგიონებსა და შემოგარენში. მიწოდების ტარიფი დამოკიდებულია შეკვეთის მოცულობასა და მიწოდების საბოლოო მისამართზე.

როგორია შეძენილი პროდუქტის დაბრუნების პირობები?

პროდუქცია დაბრუნებას ექვემდებარება შეკვეთის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, მხოლოდ შეკვეთის დეტალებთან შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის დაფიქსირების შემთხვევაში.

გამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვა