ნასყიდობის ხელშეკრულება N_____
DD / MM / YY
თბილისი, საქართველო
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“) დადებულია ზემოაღნიშნულ დღეს, შემდეგ მხარეებს შორის:
შპს „სკამი“ (ს/ნ 405388432), მის. საქართველო , თბილისი, ცაცხვების 1-ლი შესახვევი , ელ. ფოსტა: info@skami.com.ge) (შემდგომში „გამყიდველი“),
და
__________________ , პ/ნ _______________ , ელ. ფოსტის მის. , ფაქტობრივი მისამართი: ტელ ნომერი: . შემდგომში „მყიდველი“)
„გამყიდველი“ და „მყიდველი“ შემდგომში ერთობლივად მოიხსენიება, როგორც „მხარეები“, ხოლო ცალ-ცალკე კი, როგორც „მხარე“.
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე „ხელშეკრულების“ საფუძველზე „გამყიდველი“ იღებს ვალდებულებას დაამზადოს და მიჰყიდოს „მყიდველს“ 1.2 პუნქტში მოცემული მახასიათებლების მქონე პროდუქცია (შემდგომში ერთობლივად – „პროდუქცია“), ხოლო „მყიდველი“ ვალდებულია გადაიხადოს „პროდუქციის“ ფასი წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული წესით.
1.2. „პროდუქცია“ შედგება შემდეგი ნივთებისგან: იხ. დანართი N1
1.3. „გამყიდველის“ მიერ „პროდუქციის“ მიწოდება მოხდება „მყიდველის“ მისამართზე, რაც დაფიქსირებულია „ხელშეკრულება“-ში, პროდუქციის მიწოდების საბოლოო თარიღია: __.__.____. „გამყიდველი“ სატელეფონო კავშირით შეატყობინებს „მყიდველს“ მიწოდების ზუსტ დროს. თუ გამყიდველის ბრალით მოხდება შეკვეთის ჩაბარების ვადის დარღვევა, გამყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს მთლიანი შეკვეთის ღირებულების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შეკვეთის დაგვიანების თარიღის ათვლა იწყება მიწოდების თარიღის მომდევნო შაბათიდან.
1.4. „პროდუქციის“ მიწოდებისას, „მყიდველი“ (ან ნებისმიერი პირი, ვინც დახვდება „გამყიდველი“-ს კურიერს მისამართზე) შეამოწმებს „პროდუქცია“-ს და პრეტენზიის არ ქონის შემთხვევაში, გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (შემდგომში „აქტი“). „გამყიდველი“-ს მხრიდან „აქტზე“ ხელმოწერის უფლებამოსილება აქვს შესაბამის კურიერს.
1.5. იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“-ს ბრალით (არავინ იქნება „მყიდველი“-ს მისამართზე ან/და „მყიდველი“ არ გადაიხდის „პროდუქციის ფასი“-ს დარჩენილ ნაწილს ან სხვ.) არ მოხერხდება „პროდუქციის“ ჩაბარება 1.3 პუნქტში მითითებულ ვადაში, მაშინ „პროდუქციის“ ჩაბარების ვადა გადაიწევს ერთი (1) კვირით. თუ მყიდველს სურს ნივთის ჩაბარება აღნიშნული თარიღის განსხვავებულ ვადებში, ის ვალდებულია აანაზღაუროს ნივთის ტრანსპორტირების საფასური რომელიც შეადგენს 60 (სამოცი) ლარს. თუ ამ ვადაშიც არ მოხდება ჩაბარება, მაშინ „პროდუქცია“ შეინახება „გამყიდველი“-ს საწარმოში დამატებით 1 (ერთი) თვის ვადით და ამ შემთხვევაში, „მყიდველი“ იქნება ვალდებული მოახდინოს „პროდუქციის“ მიღება ადგილზე, მისივე ხარჯით. ზემოხსენებული ვადის გასვლის შემდგომ, „პროდუქციის“ დაზიანების ან/და განადგურების რისკი სრულად გადადის „მყიდველზე“ (რაც ასევე გულისხმობს „გამყიდველი“-ს უფლებას, აღარ მიაწოდოს „მყიდველს“ „პროდუქცია“, რა შემთხვევაშიც „მყიდველი“-ს მიერ გადახდილი „პროდუქციის ფასი“ ან/და „ავანსი“ რჩება „გამყიდველს“ და „მყიდველი“ უარს ამბობს „გამყიდველი“-ს მიმართ პრეტენზიის წაყენების უფლებაზე).
1.6. იმ შემთხვევაში, თუ „პროდუქციის“ მიწოდება უნდა მოხდეს იმ ბინაში, რომელიც მდებარეობს მე-2 სართულზე ზევით და შეუძლებელია ლიფტის გამოყენებით პროდუქციის ატანა ბინაში „პროდუქციის“ ატანის / განთავსების ვალდებულება ეკისრება „მყიდველს“. ან ვალდებულია აანაზღაუროს ნივთის ხელით ატანის საფასური, რომელიც განისაზღვრება ყოველ სართულზე 10 (ათი) ლარით.
2. ფასი და ანგარიშსწორების წესი
2.1. პროდუქციის“ ჯამური ფასი შეადგენს ____ (_______________________) ლარს, დღგ-ს ჩათვლით (შემდგომში „პროდუქციის ფასი“). თანხა გადახდილია უნაღდო ანგარიშსწორებით.
2.2. „პროდუქციის ფასში“ შედის „გამყიდველის“ ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია ამ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან, მათ შორის მიწოდების საფასური.
2.3. „მყიდველის“ მიერ „პროდუქციის ფასი“-ს გადახდა მოხდება სრულად ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 1(ერთი) კალენდარულ დღეში;
2.4. პროდუქციის ფასი“-ს გადახდა მოხდება „გამყიდველი“-ს შოურუმში, ნაღდი ანგარიშსწორებით (რომლის მტკიცებულება იქნება სალაროს ქვითარი) ან უნაღდო ანგარიშსწორებით, „გამყიდველის“ შემდეგ საბანკო ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდის გზით.
3. ფორს-მაჟორი
3.1. თუ ერთ-ერთი „მხარის“ ვალდებულების შესრულება ფერხდება ან შეუძლებელი ხდება დაუძლეველი ძალის გარემოებათა გამო (ხანძარი, წყალდიდობა, ომი, საომარი მოქმედებები, სახელმწიფო აქტი და მსოფლიო პრაქტიკით აღიარებული სხვა მოვლენები და ფაქტები), „მხარეები“ დროებით, ამგვარი გარემოებების ლიკვიდაციამდე თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან.
3.2. დაუძლეველი ძალის დადგომის ფაქტი წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს მეორე „მხარე“-ს 48 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, „მხარე“ არ გათავისუფლდება დაუძლეველი ძალის გამო „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. შეტყობინებას უნდა დაერთოს ამ გარემოების დადგომის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3.3. თუ დაუძლეველი ძალის გარემოება იმოქმედებს 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, თითოეული „მხარე“ უფლებამოსილი იქნება შეწყვიტოს წინამდებარე „ხელშეკრულება“.
4. საგარანტიო ვადა
4.1. „პროდუქციის“ მიღებისას „მყიდველი“ ამოწმებს „პროდუქციის“ წინასწარ შეთანხმებულ ტექნიკურ მახასიათებლებს (მოდელი, ფორმა, ზომა, ფერი, ნაჭერი), ასევე თვალსაჩინო დეფექტებს, ამოწმებს „პროდუქციის“ სისრულეს და ხელს აწერს მიღება/ჩაბარების აქტს, ან სხვა დამადასტურებელ დოკუმენტს, სადაც ის ადასტურებს შეკვეთის სისრულეზე პრეტენზიების არარსებობას.
4.2. პროდუქტი გარანტირებულია წარმოების დეფექტებისგან 28 (ოცდარვა) კალენდარული დღის განმავლობაში მიწოდების დღიდან (შემდგომში „პირველადი გარანტიის პერიოდი“). თუ ამ პერიოდის განმავლობაში აღმოჩნდება, რომ პროდუქტს აქვს წარმოების ხარვეზი, (ქარხნული წუნი) გამყიდველი იღებს ვალდებულებას, შესაბამისი შეტყობინების მიღებისა და პროდუქტის შემოწმების შემდეგ, ჩაანაცვლოს პროდუქტი ახლით 21 (ოცდაერთი) კალენდარული დღის განმავლობაში. თუ იდენტური პროდუქტი ხელმისაწვდომია მარაგში, ჩანაცვლება მოხდება 5-7 დღის განმავლობაში, რაც ადასტურებს გამყიდველის ვალდებულებას მომხმარებლის კმაყოფილებისადმი.
4.3. თავდაპირველი საგარანტიო პერიოდის გარდა, გამყიდველი სთავაზობს დამკვეთს გახანგრძლივებულ საგარანტიო პერიოდს მიწოდების დღიდან 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში. ეს გახანგრძლივებული საგარანტიო პერიოდი უზრუნველყოფს დააზღვიოს დამკვეთის შენაძენი ნებისმიერი წარმოების დეფექტისგან, რომელიც შეიძლება არ გამოვლენილიყო ექსპლუატაციის საწყის პერიოდში.
4.4. გახანგრძლივებული საგარანტიო პერიოდი არ მოიცავს საექსპლუატაციო ცვეთის, შემთხვევითი დაზიანების, არასწორ გამოყენების, არასწორ მოვლის, პროდუქტის ნებისმიერი ცვლილების ან ცვლილების მცდელობის შემთხვევებს.
4.4.1. გარდა ამისა, გამყიდველი მყიდველს გაუწევს აღდგენის სერვისს მექანიკური დაზიანების გამოსწორების მიზნით (შემთხვევითი დაზიანება, არასათანადო გამოყენება/შენახვა) არამომგებიანი ღირებულებით.
4.5. თუ წარმოების ხარვეზი აღმოჩენილია გახანგრძლივებული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამყიდველი იღებს ვალდებულებას შეაკეთოს ან შეცვალოს პროდუქტი გონივრულ ვადაში, შესაბამისი შეტყობინების მიღებისა და პროდუქტის შემოწმების შემდეგ. პროდუქტის შეკეთების ან გამოცვლის გადაწყვეტილება ხდება შემსრულებრის შეხედულებისამებრ.
4.6. იმისათვის, რომ გაფართოებული საგარანტიო პირობა იყოს მოქმედი, მომხმარებელს შეიძლება მოეთხოვოს იმის დემონსტრირება, რომ პროდუქტი შენახული და გამოყენებული იქნა გამყიდველის ინსტრუქციების შესაბამისად.
4.7.გახანგრძლივებული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შეკეთების/ჩანაცვლების შემთხვევაში, შეცვლილი პროდუქტის გარანტია გრძელდება შეძენის საწყისი დღიდან და არა ჩანაცვლების დღიდან.
4.8. გამყიდველი იტოვებს უფლებას შეცვალოს პროდუქტის დეფექტური ნაწილები მსგავსი ხარისხის, ხარისხისა და შემადგენლობის ნაწილებით და კომპონენტებით, სადაც იდენტური ნაწილი ან კომპონენტი არ არის ხელმისაწვდომი.
4.9. წინამდებარე „ხელშეკრულების“ მიზნებისთვის, „ქარხნული წუნი“ (დაზიანება, დეფექტი) არის „პროდუქციის“ შეუსაბამობა ტექნიკურ რეგლამენტთან, როდესაც ჩაბარებული შეკვეთა არ ემთხვევა „მყიდველთან“ შეთანხმებულ ტექნიკურ მახასიათებლებს და სხვა სავალდებულო მოთხოვნებს, რომელიც შესაძლებელია აღმოჩნდეს შეკვეთის მიღება/ჩაბარების პროცესში, ან თავი იჩინოს „პროდუქციის“ ექსპლუატაციის / „საგარანტიო ვადის“ პერიოდში (შეკვეთის ჩაბარებიდან 28 დღის განმავლობაში), კერძოდ:
- მოდელი – თუ „მყიდველს“ შეცდომით ჩაბარდა მოდელი, რომლის შეკვეთაც მას არ განუხორციელებია;
- ზომა – თუ „პროდუქცია“ არ შეესაბამება წინასწარ შეთანხმებულ, „ხელშეკრულება“-ში დაფიქსირებულ ზომებს;
- ფორმა – თუ „პროდუქცია“ არ შეესაბამება წინასწარ შეთანხმებულ ფორმას;
- ფერი – თუ „პროდუქცია“ არ შეესაბამება „მყიდველი“-ს მიერ შერჩეულ, „ხელშეკრულება“-ში დაფიქსირებულ ფერს;
- ქსოვილი – თუ „პროდუქცია“-ზე გამოყენებულია ქსოვილი, რომელიც მომხმარებელს არ აურჩევია;
- ასევე, „გამყიდველი“ ვალდებულია გამოცვალოს / შეაკეთოს „პროდუქცია“, თუ ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები დაცულია, მაგრამ „პროდუქცია“-ს აღენიშნება თვალსაჩინო ხარვეზები (მაგ: ბზარი, ნაკაწრი, შეუსაბამო ლაქები, დისპროპორცია);
- თუ „პროდუქცია“-ს არ აღენიშნება ვიზუალური ხარვეზები, მაგრამ აქვს სისრულის პრობლემა (მაგ: გასაშლელი მექანიზმის გაუმართაობა, პროდუქტის სიმყარის პრობლემები (რომელიც ცდება საგამოფენო სივრცეში / შოურუმში წარმოდგენილი მოდელების მახასიათებლებს));
- არა თვალსაჩინო დეფექტების აღმოჩენის შემთხვევები, რომელიც იჩენს თავს „საგარანტიო ვადის“ განმავლობაში, როგორიცაა გადაბმის ადგილების მთლიანობის დარღვევა ან ტყდომა, კონსტრუქციის რყევა, რომელიც გამოწვეულია მასალის პრობლემის ან ქარხნული ხარვეზის მიზეზით;
4.10. ექსპლუატაციის პერიოდში გამოვლენილ დეფექტებზე პრეტენზიები მიიღება „საგარანტიო ვადის“ გასვლამდე და ასეთი პრეტენზია წერილობით უნდა ეცნობოს „გამყიდველს“. „მყიდველი“-ს მიერ ზემოაღნიშნული ვადების გასვლის შემდეგ „პროდუქციის“ ხარისხზე გაკეთებული პრეტენზიები არ მიიღება.
4.11.„პროდუქციის“ შემოწმებისა და მიღება/ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, არ მიიღება პრეტენზია დეფექტებზე და დაზიანებაზე, რომლებსაც აქვთ გარე ზემოქმედების კვალი.
4.12. „პროდუქციის“ გამოცვლის ან შეკეთების საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ პირადი საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის განკუთვნილი „პროდუქცია“ გამოყენებული იყო საქმიანობისთვის, ასევე სხვა მიზნებისთვის, რომლებიც არ შეესაბამება მის დანიშნულებას;
- ექსპლუატაციის წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც მითითებულია ექსპლუატაციის ინსტრუქციაში (საბაზისო საოპერაციო პირობებში), რაც თან ერთვის ამ „ხელშეკრულება“-ს ან/და გადაეცემა „მყიდველს“ „პროდუქცია“-სთან ერთად და რაც წარმოადგენს ამ „ხელშეკრულების“ შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს;
- თუ „პროდუქცია“-ს აქვს არაკვალიფიციური ჩარევის კვალი (შეკეთების, გადაკეთების მცდელობა);
- თუ ხარვეზი გამოწვეულია მწარმოებლის მიერ მოწოდებული „პროდუქციის“ დიზაინის ცვლილებით ან ცვლილების მცდელობით;
- თუ ხარვეზი გამოწვეულია ფორს-მაჟორით, „მყიდველი“-ს ან მესამე პირის განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში;
- თუ აღმოჩენილია ზიანი, რომელიც გამოწვეულია „პროდუქცია“-ში უცხო საგნების, ნივთიერებების, სითხეების შეღწევით, აგრეთვე ქიმიური, მექანიკური ან სხვა ზემოქმედებით;
5. დასკვნითი დებულებები
5.1. „ხელშეკრულება“ ძალაში შედის „მხარეთა“ მიერ ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს „მხარეთა“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე. „ხელშეკრულება“ ვადაზე ადრე შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5.2. „მხარეთა“ შორის წარმოშობილი სადაო საკითხები გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5.3. „მყიდველი“ ვალდებულია ზედმიწევნით დაიცვას ექსპლუატაციის ინსტრუქცია (საბაზისო საოპერაციო პირობები), რაც წარმოადგენს წინამდებარე „ხელშეკრულების“ დანართსა და მის შემადგენელ ნაწილს.
5.4. მოცემული „ხელშეკრულების“ რომელიმე მოთხოვნის ან პირობის ნებისმიერ დროს ძალადაკარგულად, ბათილად, არაკანონიერად ან განუხორციელებლად ჩათვლა არ იქონიებს გავლენას წინამდებარე „ხელშეკრულების “დანარჩენი პირობებისა და მოთხოვნების იურიდიულ ძალაზე, კანონიერებასა და განხორციელებადობაზე. ასევე შეთანხმებულია, რომ „მხარეები“ ყოველ შესაძლო ზომას მიიღებენ, რათა ამგვარ ძალადაკარგულ დებულებაში შეტანილ იქნას ცვლილება ან შეიცვალოს იურიდიული ძალის მქონე მსგავსი შინაარსის დებულებით, რათა შესაძლებელი იყოს „ხელშეკრულების“ მიზნის შენარჩუნება.
6. მხარეთა რეკვიზიტები
„გამყიდველი“-ს სახელით „მყიდველი“
შპს სკამი __________________________
გიორგი სურგულაძე
_________________________
_________________________